09 ოქტომბერი

„ტრაგედია, რომელიც ბათუმში დატრიალდა, გასცდა ერთი ოჯახის, ერთი სადარბაზოს, ერთი კორპუსისა და ქალაქის ტკივილს. სრულიად საქართველო გლოვობს დაღუპულებს!

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ჩვენს ქალაქსა და ზოგადად, ქვეყანას, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახების წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს“ - აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებაში.

11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მზადაა დაეხმაროს დაზარალებულებს. სამძებრო- სამაშველო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება, ისევე როგორც გამოძიება, რომელიც ამ დიდი უბედურების გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.