A
A A A
a A

დავით გაბაიძე ბათუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ქალაქ ზიელონა გორას დელეგაციას შეხვდა

13 ოქტომბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  ბათუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ქალაქ ზიელონა გორას დელეგაციას უმასპინძლა ქალაქის მერის - იანუშ კუბიცკის მეთაურობით.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე კულტურის, სპორტის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროებში, ასევე რეგიონული ურთიერთობების გაღრმავებაზე.
სტუმრებმა თანაგრძნობა გამოხატეს და პატივი მიაგეს ბათუმში, რვა ოქტომბრის ტრაგედიისას გარდაცვლილ პირთა ხსოვნას.