26 ოქტომბერი

 აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს. ლექცია თემაზე: „რეგიონული განვითარება და მისი მნიშვნელობა“, ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის კაბინეტის ხელმძღვანელისაგან - ასლან ლორთქიფანიძისაგან მოისმინეს.

 სახელისუფლებო შტოების, მისი დაყოფის, დონეების, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების, ჩვენი ქვეყნის რეალობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ასლან ლორთქიფანიძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

 ლექცია, სხდომათა დარბაზის პარალელურად, ონლაინრეჟიმში, ზუმის მეშვეობითაც მიმდინარეობდა.