02 ნოემბერი

აჭარის  უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებსა და ფრაქციებში 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის განხილვის პროცედურები იწყება.  კანონის პროექტი და  მისი თანამდევი პრიორიტეტების დოკუმენტი, ბიუროს რიგით მე-18 სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო  2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც.

რაც შეეხება სხდომაზე განხილულ კიდევ ორ საკითხს - აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვის შესახებ და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, ბიუროს გადაწყვეტილებით, მათზე განხილვის ვადები გაგრძელდა და 19 ნოემბრით განისაზღვრა.

პირველის მსგავსად, დღის წესრიგით გათვალისწინებული დანარჩენი საკითხები ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარადგინა.