11 ნოემბერი

აჭარის  2021 წლის რეპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის -  ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა ცნობად მიიღო.

დღის წესრიგის მეორე საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ  წარმოადგინა: ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილებასთან დაკავშირებით, წამყვანმა კომიტეტმა განხილვის  ვადის გაგრძელება მიზანშეწონილად მიიჩნია. 

ამავე სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის განახლებული ვარიანტის უმაღლესი საბჭოს ბიუროსთვის წარდგენას, რომელიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.