12 ნოემბერი

 ჩოლოქის დასახლებაში, ხულოს ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიწისქვეშა კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პარალელურად, წესრიგდება ტროტუარები და მწვანე საფარი. შესაბამისი პროექტი საპარკე სკამების, ნაგავშემკრები ყუთების, ფანჩატურების, ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების განთავსებასაც ითვალისწინებს. აქვე მოეწყობა გარე განათების სისტემა და მინი სპორტული მოედანი.

 დასახლებაში აქტიურად მიმდინარეობს სახურავების რეაბილიტაციის პროექტიც. მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში -ცოტნე ანანიძე და ზაალ მიქელაძე, მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან - დავით მჭედლიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.