16 ნოემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე თურქ ბიზნესმენს - ოჯალ ოზბაჰადირს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება მცენარეული ზეთის ნარჩენების რეგენერაციაზე, მისი მიზეზით გამოწვეულ ეკოლოგიურ დაბინძურებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო საპილოტე პროგრამასაც, რომლის მიზანი მეორადი ზეთის უტილიზაციაა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს აჭარაში მეორადი ზეთის გადამუშავებით ბიოდიზელის წარმოების პერსპექტივაზეც.

ფრიდონ ფუტკარაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საინტერესო იდეისთვის და საკანონმდებლო კუთხით ჩართულობაზე მზადყოფნა გამოხატა.