16 ნოემბერი

 EURO 5 სტანდარტის, სამ 10-მეტრიან ავტობუსს 63 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ხოლო, 8-მეტრიანი EURO 6 სტანდარტის ერთი ავტობუსი, ერთდროულად, 53 მგზავრს მოემსახურება.

 თანამედროვე სტანდარტების, სრულად ადაპტირებული, გათბობისა და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი ავტობუსების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის ღონისძიებას ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან ზოიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.

 ცოტნე ანანიძის განცხადებით, საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემებით აღჭურვილი 3 ახალი ავტობუსი ქობულეთში, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე, ერთი ავტობუსი კი ჭახათის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით იმოძრავებს. ამასთან, მუნიციპალური სატრანსპორტო პარკის განახლება კვლავაც გაგრძელდება.