24 ნოემბერი

4 წლის წინ, 2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის დროს ტრაგიკულად დაღუპულები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, მარინე გვიანიძემ და ფატი ხალვაშმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ტრაგედიას საქართველოს ათი მოქალაქე და ერთი ირანელი შეეწირა. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, იყვნენ უცხოელი ტურისტები.