30 ნოემბერი

 საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები მეორე მოსმენით განიხილეს.
 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი - ,,სახელმწიფო ბაჟის”, ,,სახელმწიფო ქონების” და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ”კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს და აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად.
 მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა.