02 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ქალაქ ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს - აჰმად ბადფას უმასპინძლა. მას დიპლომატიური მოღვაწეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
 გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს პირველი კონსული - რეზა ყორბანიანი და ამავე საკონსულოს წარმომადგენელი - ნატალია სიმსივე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივ ურთიერთობებზე.
 დავით გაბაიძემ აჰმად ბადფას მადლობა გადაუხადა საქართველო-ირანს შორის თანამშრომლობის განვითარება-გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის და შემდგომი წარმატებები უსურვა დიპლომატიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.