საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

კომისიამ სამ საკითხზე იმსჯელა

16 მაისი

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 16 მაისის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე უძღვებოდა.

       კომისიის გადაწყვეტილებით, დადგენილების პროექტი, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს წარედგინება. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა მხოლოდ პეტრე ზამბახიძე.

     უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს  აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის N81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკითხი სხდომაზე მისმა ინიციატორმა,  უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ კარანაძემ წარმოადგინა.

       კომისიამ ამავე სხდომაზე იმსჯელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობაში განსახორციელებელ ცვლილებაზეც, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ბაციკაძემ წარმოადგინა. ცვლილება პეტრე ზამბახიძის მიერ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებამ განაპირობა.

      კომისიის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი