13 იანვარი

 ქობულეთის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა. სოფელ საჩინოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შარშან დაიწყო და წელს დასრულდა. 3-ჯგუფიანი, 105 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფატი ხალვაშმა, მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან ზოიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობას გააჩნია შესაბამისი შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.

 ბაღში სააღმზრდელო პროცესი სექტემბერში დაიწყება.