03 თებერვალი

 ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოში და საქართველოს პარლამენტში - ტიტე აროშიძე და რესან კონცელიძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

 აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს საბავშვო ბაღისა და ორი სოციალური სახლის მშენებლობა, რომლებიც ექსპლუატაციაში წელსვე შევა. უკვე დასრულდა რიგი ქუჩებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, განხორციელდა სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, დამონტაჟდა ტრენაჟორები და საჭიროებისამებრ ჩატარდა მრავალბინიანი სახლების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაცია.

 შეხვედრაზე, მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ქალაქის მერმა  ადგილობრივების საჭიროებების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და დახმარებას დაჰპირდნენ.