17 მაისი

       

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება. აღნიშნული გადაწყვეტილება, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ 17 მაისის სხდომაზე მიიღო, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. დადგენილების პროექტი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარუდგინა.

      ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს  აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის N81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხTა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი წინადადებით, პროექტთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

        ბიურომ იმსჯელა ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხზეც - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები პეტრე ზამბახიძის მიერ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებითაა გამოწვეული. შესაბამისი დადგენილების პროექტი, რომლითაც ცვლილება შედის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის N5 დადგენილებაში, ბიუროს გადაწყვეტილებით, ასევე პლენარულ სხდომაზე განიხილება.

       ბიურომ ასევე განსაზღვრა 18 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი.