08 თებერვალი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი, საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“-კანონპროექტის თანახმად: აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშესაწყობად, გრანტის გაცემის უფლება მიეცემა.

  კანონპროექტის ავტორები  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე- დავით გაბაიძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე- ვლადიმერ მგალობლიშვილი არიან.

  ინიცირებულ კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა და საკითხი მზადაა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.