19 თებერვალი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორთან - გოჩა ბერიძესთან ერთად, 17-18 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გუმუშანეში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით - „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“ - ესწრებოდა.

 კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ქართული წარმოშობის პროდუქტების (Geographic Iindications) მათი რეგისტრაციის მიმართულებით არსებული სიტუაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმების შესახებ, რაც ძალზე საინტერესო იყო კონფერენციის მონაწილეთათვის", - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე.  მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ, საგამოფენო კუთხეში აჭარაში წარმოებული  ნატურალური პროდუქცია გამოფინა.

 კონფერენციის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი საწარმოები და ტურისტული ლოკაციები დაათვალიერეს.

 ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, მომდევნო საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მიზანი მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა, ბათუმი უმასპინძლებს.