21 თებერვალი

 საქართველოს კანონპროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტის სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარადგინა.

 „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონის პროექტის მიზანია მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობა", - აღნიშნა დავით გაბაიძემ. მისი განცხადებით, კანონის პროექტი მაჭახლის ისტორიული ხეობის ეკოლოგიურ დაცვასთან ერთად, მისი ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.

 რაც შეეხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტის მიღებით „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის“ მართვის ორგანოს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცემა უფლება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება (შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) მის მართვას დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდამრღვევებზე.

 კანონპროექტების ავტორები არიან: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები: ვლადიმერ მგალობლიშვილი, ფრიდონ ფუტკარაძე, მარინე გვიანიძე და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP).