02 მაისი

  აჭარის  უმაღლეს საბჭოში ელექტრონულად შემოსული პირველი პეტიცია განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის შემუშავების“ შესახებ პეტიციის განხილვას, ავტორთან - თამილა ფუტკარაძესთან ერთად, ესწრებოდნენ პეტიციით დაინტერესებული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც სხდომაზე დასწრება უმაღლესი საბჭოს ახალი ვებპლატფორმა- chaerte.sca.ge-ს საშუალებით ჩანიშნეს.

  პეტიციის მიზნების, ამოცანების განხილვის შემდეგ, გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კუთხით მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება-ხელეშეწყობის საკითხებზე.

  კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა,  პეტიციის ავტორს მადლობა გადაუხადეს მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის და ცალკეულ დეტალებზე მსჯელობისათვის სამუშაო შეხვედრა დაგეგმეს.

 კომიტეტის გადაწყვეტილებით, პეტიცია შესაბამისი მოსაზრებებისათვის აჭარის მთავრობასა და ყველა მუნიციპალიტეტში გადაიგზავნება.

 ამავე სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი ტრანსფერის შესახებ მარინე გვიანიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

განცხადებები