05 მაისი

  აჭარის  2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა.  შესაბამისი მოხსენებით, კანონმდებელთა წინაშე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარსდგა.  

  ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, ასევე პანდემიის დროს განხორციელებულ ღონისძიებებზე.

  კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.

  კანონმდებლებმა ამავე სხდომაზე მინისტრისაგან კიდევ ერთი - აჭარის  2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს და ცნობად მიიღეს.