10 მაისი

  უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2023-2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვაში მონაწილეობდნენ.

  გეგმა და პრიორიტეტები შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარუდგინა. გიორგი სურმანიძის განცხადებით, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვაზე, ტყის მდგრად მართვასა და სხვა პრიორიტეტებზე. მომავალი წლისთვის სამინისტრო 15 პროგრამის განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც მისი ბიუჯეტი 3 555 481 ლარით იზრდება.

  უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ, სოფლის მეურნეობის პროგრამებთან დაკავშირებით,  მოსახლეობის ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭო მზადაა ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის.  გარდა ამისა, ფრიდონ ფუტკარაძემ სამინისტროს წარმომადგენლებს სამუშაო პროცესებში უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ჩართვის წინადადებით მიმართა.

განცხადებები