11 მაისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - ილია ვერძაძე, ცოტნე ანანიძე, ამავე კომიტეტების წევრები და აპარატების თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს - დიმიტრი ხუნდაძეს, კომიტეტის წევრებსა და აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრავების მიზნით გაიმართა, საუბარი შეეხო დარგობრივი კომიტეტების საქმიანობას, სამუშაო სპეციფიკას, აქტივობებსა და საკანონმდებლო ორგანოების მაკონტროლებელი ფუნქციების აღსრულების საკითხებს.

„ამ ეტაპზე დავგეგმეთ, რომ კომიტეტთან არსებულ სოციალურ საკითხთა მრჩეველთა საბჭოში აჭარის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელი იქნება ჩართული. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი კომიტეტი თემატური მოკვლევის გამოცდილებას გაუზიარებს მათ, ისინი კი ადგილზე შესაბამის აქტივობებს განახორციელებენ. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ურთიერთსასარგებლო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.