17 მაისი

   ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“  უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად.

   შესაბამისი გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ, რიგით მე-7 სხდომაზე მიიღო. საკითხი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, სტანდარტის ცვლილებასთან ერთად იზრდება, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საკითხთა ნუსხა.
   ბიურომ ცნობად მიიღო  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მარინე გვიანიძის მიერ სხდომაზე გამოტანილი აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში. მომხსენებლის განცხადებით, ანგარიშთან დაკავშირებით განხილვის პროცედურები კომიტეტებში დასრულებულია და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები.

   უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურები იწყება მორიგ პეტიციაზე. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანას მკვიდრის - მაგდა ქათამაძის ავტორობით მომზადებული პეტიცია - „აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებში თავისუფალი სივრცეების მოწყობის თაობაზე“ , ბიუროს გადაწყვეტილებით, ჩაეშვა კომიტეტებში, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

   ამავე სხდომაზე განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 19 მაისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგი. პროექტი, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ამჯერად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის - მაია ხაჯიშვილის მოსმენას ითვალისწინებს.