20 მაისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს „ბოლო ზარი“ და სკოლის დამთავრება მიულოცეს.

„თქვენს ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, თუმცა ეს დასაწყისია ახალი გზისა, რომელმაც თქვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს. გისურვებთ წარმატებებს, თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად რეალიზებას ამ დიდ, საინტერესო და იმედებით სავსე გზაზე“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ მოსწავლეებთან შეხვედრისას.