26 მაისი

 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ბათუმში, სხვადასხვა სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

 მრავალფეროვან აქტივობებს, გამოფენებსა და ღონისძიებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 დამოუკიდებლობის დღე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იზეიმეს.

  მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე ეროვნულ დღესასწაულს ხულოელ და შუახეველ ამომრჩევლებთან ერთად შეხვდა და მათთან ერთად მონაწილეობდა საზეიმო ღონისძიებებში.