03 ივნისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

„ვულოცავ ყველა ბავშვს სასწავლო წლის დასრულებას. ვუსურვებ ყოველი ახალი ეტაპი - შემდგომ კლასში გადასვლა, მათთვის იყოს ახალი აღმოჩენების გაკეთების, ინტერესების გაფართოების და მეტის შეცნობის მოტივაციის ამაღლების წელი, სკოლის კურსდამთავრებულებს კი ვუსურვებ პროფესიის სწორად შერჩევას და დასახული მიზნების განხორციელებას“ - აღნიშნა მარინე გვიანიძემ.

სკოლის აღსაზრდელებმა, წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის სადემონსტრაციოდ, დაწესებულების ეზოში საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს, ჩაატარეს ცდები, წარმოადგინეს „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, მათი ხელით შექმნილი მაკეტები. საზეიმო ღონისძიება კონცერტით დასრულდა.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მომავლის თაობის“ წევრებმა და სკოლის ადმინსტრაციამ, 2022 წლის 31 მაისს, უმაღლეს საბჭოში ექსკურიის დროს მიიწვიეს.