13 ივნისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-საქართველოს ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.

  საზეიმო ღონისძიებაზე, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში -კელი დეგნანმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის 30-წლიანი ისტორია შეაჯამა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წელს ოფიციალურად აღიარა და მას შემდეგ, ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან.