14 ივნისი

  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს. ინიციატივა, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა, 2 კანონის პროექტს მოიცავს:

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“  კანონსა  და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიღება, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებითა განპირობებული.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა  უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, მარინე გვიანიძის, ფრიდონ ფუტკარაძის, ცოტნე ანანიძის, ილია ვერძაძის, დავით ბაციკაძისა და ტიტე აროშიძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.