23 ივნისი

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

  საბიუჯეტო კანონის პროექტი და ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციის დოკუმენტი, სხდომაზე  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

  კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა კანონის პროექტი და ინფორმაციის დოკუმენტი უმაღლესი საბჭოს სხდომისათვის მომზადებულად მიიჩნია.

   სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ მომზადებული შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები: საქართველოს კანონის პროექტები - „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (საქართველოს მთავრობა),  „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტი) და „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ (საქართველოს მთავრობა).

   ინიციატივები კომიტეტის წევრებს  აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ წარუდგინა. კომიტეტმა ყველა მათგანი ცნობად მიიღო.