23 ივნისი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე ამავე საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში განიხილეს. შესაბამისი მოხსენება  გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა წარმოადგინა.

   მომხსენებელმა საბჭოს მიზნებისა და ამოცანების პარალელურად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და აქტივობებზე ინფორმაცია წარმოადგინა, ისაუბრა მუნიციპალიტეტებში გენდერის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენლობებთან, საბჭოებთან თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით გატარებულ პოლიტიკაზე, უმაღლეს საბჭოში სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით შემოსულ პეტიციასა და სხვა საკითხებზე.

   საბჭოს გადაწყვეტილებით, ანგარიში უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.