24 ივნისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ილია ვერძაძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს - ნინო ვალიკოვს, ნათია ბერაძესა და სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენელს - გიორგი ჩარკვიანს შეხვდნენ.

 უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრა შშმ პირთა უფლებების დაცვის, მათ წინაშე არსებული გამოწვევების, პრევენციული ღონისძიებების, მუნიციპალური პროგრამების, ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო.

 საუბარი შეეხო აჭარის მუნიციპალიტეტებსა და მთლიანად რეგიონში შშმ პირთა საჭიროებების უზრუნველყოფისთვის განხორციელებულ პოლიტიკას, სახელმწიფო პროგრამებთან წვდომისა და თანაბარი გარემოს შექმნისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს.