21 სექტემბერი

    საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) სამი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი - ზაალ ზაალიშვილის, სოფიო კახაძის, დავით ფარტენაძის, თამარ ქამადაძის, ციალა შავაძისა და სოფიო შაქარიშვილის კანდიდატურების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი განიხილეს.

         უსკო-ს წევრობის კანდიდატების სამოქმედო გეგმების, საარჩევნო საკითხებზე მათი ხედვების გაცნობის, კითხვა-პასუხისა და თითოეული კანდიდატის კანონთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა  მათი  ფარული წესით არჩევის კენჭისყრის ადგილი, ბიულეტენის ფორმა და მისი შევსების წესი დაადგინეს.

      კომიტეტმა, ამავე სხდომაზე, განიხილა და ცნობად მიიღო ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე გამოყენების შესახებ.

    დღის წესრიგით გათვალისწინებული სამივე საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.