22 სექტემბერი

     ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში, თანამედროვე საგანმანათლებლო  კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ახალი სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტდარბაზი, ეზოს ღია მოედნები,   ტრიბუნები, კომფორტული საცხოვრებელი გარემო მომავალ თაობას მაღალი დონის განათლების მიღების ყველა პირობას შეუქმნის. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებითა და ტრანსპორტით.

       გარდა ამისა, საერთაშორისო უნივერსიტეტებთან შეთანხმებით, წარჩინებულ მოსწავლეებს, კვოტირების საფუძველზე, შესაძლებლობა მიეცემათ ჩაირიცხონ წამყვან უნივერსიტეტებში.

      სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური კორპუსების მშენებლობაზე 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

       მშენებლობის დაწყების ღონისძიებას მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.