01 დეკემბერი

 „ჩაქვს, ძალოსნობის დარბაზთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების რაგბის მოედანი შეემატება. სასიხარულოა, რომ ახალი ობიექტები არა მხოლოდ სპორტის ამ სახეობების განვითარებას, არამედ ჯანსაღი მომავალი თაობების აღზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფატი ხალვაშმა. ახალი სამშენებლო ობიექტი დეპუტატმა განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან - ჯაბა ფუტკარაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 პროექტის თანახმად, 1000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული ობიექტისთვის გათვალისწინებულია სავარჯიშო და სატრენაჟორო სივრცეების, საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული ცენტრის განთავსება. ამ ეტაპზე მშენებლები მიწის მოსწორებისა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ.