25 მაისი

       ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, 23 მაის,ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის პირველი საჯარო სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდა. დეპუტატმა მოსწავლეებისათვის საინტერესო  საკითხებზე ისაუბრა. პროფესიის სწორად არჩევა, სასურველი სპეციალობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, საკუთარი უნარების და შესაძლებლობების ობიექტური შეფასება, ეს ის თემები გახლდათ, რაზეც მერაბ კარანაძემ გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 
    აღსანიშნავია, რომ მერაბ კარანაძე ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.