14 მარტი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.