15 მარტი

    უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, 16 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი განისაზღვრა.

    სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს - მაია ხაჯიშვილს მოუსმენენ. სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენების წარდგენის გარდა, მინისტრი კანონმდებელთა კითხვებს უპასუხებს.