15 მარტი

   აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

   კომიტეტის წევრებმა დაამტკიცეს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე მხარი დაუჭირეს 2021 წლის პირველი სექტემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.
   სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკანონმდებლო ინიციატივები. ყველა საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა.