31 მაისი

    აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარე  დავით  გაბაიძე, საქართველოს წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, ამერიკის  შეერთებულ  შტატებში  საქმიანი  ვიზიტით  იმყოფება.

    დღეს,   31 მაისს,  დავით  გაბაიძე  საქართველოს  დელეგაციის  სხვა  წევრებთან ერთად  ჯენქსის  დაწყებით  სკოლის  და  ჩესთნან  ჰილის  კოლეჯის  სასწავლო  პროგრამებს გაეცნო. მათ  მასპინძლობა  და  მეგზურობა  გაუწია კრის რაბიმ, ამერიკის  შეერთებული  შტატების  წარმომადგენლობით  პალატაში  პენსილვანიის  შტატის, ფილადელფიის  წარმომადგენელმა.

   ვიზიტი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო, რომელსაც  ხელი  2016  წელს ხელი  მოაწერეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ (თბილისი, საქართველო) და „გლობალური განათლების მოტივატორები“ (ფილადელფია, პენსილვანია, აშშ). მემორანდუმი  ითვალისწინებს პროექტებს, რომელშიც  ჩართული იქნება  საქართველოს  თვითმმართველი ქალაქების და ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი  ორგანოები. პროგრამა მოიცავს მთავრობის წარმომადგენლების, მერების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების,  მუნიციპალიტეტის ხელმღვანელების შეხვედრებს ფილადელფიის საკრებულოს თანამშრომლებთან, შესაბამის დეპარტამენტებსა და განყოფილებებთან. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ფილადელფიის მერიასთან თანამშრომლობას ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე.

    ქართულმა დელეგაციამ ამერიკაში შეხვედრები 29 მაისს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ფილადელფიის მერიის საქმიანობის გასაცნობად გაიმართება შეხვედრა ფილადელფიის  მერთან და საკრებულოს წევრებთან. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო  და  კულტურული   ღონისძიებები ფილადელფიაში, ვაშინგტონსა  და  ნიუ-იორში.