03 ივნისი

     3 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში,   სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები ეწვივნენ.

   სტუმრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე და უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრები შეხვდნენ, რომლებმაც   ახალგაზრდებს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესები გააცნეს.

     შეხვედრა დიალობის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების დაინტერესება  საკონსტიტუციო  საკითხებს, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასა და სპეციფიკას შეეხებოდა, რაზეც დეპუტატებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

  აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიზიტამდე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეებს  შეხვდნენ, სადაც   სასამართლოს ტენდენციებს გაეცნენ.