22 მაისი

კ ო ნ კ უ რ ს ი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი, სტაჟიორთა შერჩევისა და მიღების მიზნით, აცხადებს კონკურსს უმაღლესი საბჭოს აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

         - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო;

         - იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

         - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატი;

         - ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის აპარატი;

         - განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის აპარატი. 

კონკურსის ტიპი/კატეგორია: სტაჟირება

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე

ადგილების რაოდენობა: თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში 1 (ერთი) სტაჟიორი

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქალაქი ბათუმი, ლ. ასათიანის ქუჩა N37

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 31.05.2023

ფუნქციები:

- უმაღლესი საბჭოს, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

- კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა, სათანადო ინფორმაციით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით სარგებლობა;

- უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობაში მონაწილეობა, სტაჟირების სპეციფიკის გათვალისწინებით;

- უშუალო ხელმძღვანელის (მენტორის) მიერ მიღებული დავალებების შესრულება;

- სტაჟირების პროცესში უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, უმაღლესი საბჭოს აპარატის შინაგანაწესით, უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით ხელმძღვანელობა და ხსენებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.

 მოთხოვნები: 

მინიმალური განათლება: სტუდენტი 

პროფესია: კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პროფილთან

 საკონკურსო თემატიკა:

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2022 წლის 18 თებერვლის N05 ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ (ზოგადი ცოდნა);

- ზოგადი ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სფეროებისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ

 

საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული ინფორმაცია და შესაბამისი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე www.sca.ge.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლ. ასათიანის ქუჩა N37

საკონტაქტო ტელეფონი: 591 222 808

საკონტაქტო პირი: მარიამ დავითაძე

საკონტაქტო ტელეფონი: 577 999 744

საკონტაქტო პირი: თეა ხიტირი

 

დამატებითი მოთხოვნები:

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე თუ:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) არის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან უმაღლესი განათლების მქონე პირი.

კანდიდატს ასევე მოეთხოვება:

- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- შედეგზე ორიენტირებულობა;

- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

- სტაჟირების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვით. კანდიდატმა უმაღლესი საბჭოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: contact@sca.ge სავალდებულოდ უნდა წარადგინოს:

- განაცხადი სტაჟირების გავლის თაობაზე;

- უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) სწავლის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული ცნობა ან/და უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის ასლი.

- კონკურსში მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს, განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ერთ სტრუქტურულ ერთეულში.

- დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);

- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გათვალისწინებით;- კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

პირი სტაჟიორად არ მიიღება თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;

ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;

გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.უმაღლესი საბჭოს აპარატში კანდიდატის სტაჟიორად მიღება ხორციელდება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსსა და სტაჟიორს შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით, რომლითაც განისაზღვრება სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები.

- კანდიდატებმა გასაუბრების ეტაპზე სავალდებულოდ უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

- კონკურსის ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება უმაღლესი საბჭოს სისტემის მასშტაბით.

 გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა: 

საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 (ათი) დღის ვადაში. 

კონკურსის ეტაპები:განცხადების გადარჩევაგასაუბრება

განცხადებები