24 მაისი

 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ადგილას 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ბინებით დაკმაყოფილდება ყველა ოჯახი, ვინც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა.

 მშენებლობაზე 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და ფართები მობინადრეებს მომავალი წლის აგვისტოში გადაეცემა.

 სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი „ აწარმოებს.