07 ივნისი

       7  ივნისს   სასტუმრო  "ლეოგრანდში"   2016 წელს   საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

   დაჯილდოებას   ესწრებოდნენ  აჭარის   ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  აჭარის  ატონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს განათლების ,მეცნიერების, კულტურისა  და  სპორტის  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე   ვლადიმერ  მგალობლიშვილი, აჭარის   ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი  ინგა შამილიშვილი  და   სხვა  ოფიციალური  პირები.

    მათ  მოსწავლეებს  ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცეს   და მომავალში წარმატებები უსურვეს.

    კონკურსები   და   საგნობრივი ოლიმპიადა    ორ ტურად  ჩატარდა,  მასში 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. საბოლოოდ, საგნობრივ ოლიმპიადაში 101 გამარჯვებული მოსწავლე და 5 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რაც  საუკეთესო  შედეგია  ქვეყნის  მასშტაბით.
   საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტებით  და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ხოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები - მხატვრული ლიტერატურითა და დიპლომებით.

   დაჯილდოების  ცერემონიალი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გაიმართა.