09 ივნისი

        9 ივნისს  ქობულეთის მჟორიტარი დეპუტატები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში-გიორგი რომანაძე და კობა ნაკაიძე,  ქაქუთის თემის მოსახლეობას შეხვდნენ. მოისმინეს ადგილობრივთა პრობლემები, რომლებიც, ძირითადად,  სოფელში არსებულ ელექტრო-სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართობების, კერძოდ, თხილის ბაღების შეწამლვის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებას ეხებოდა. მათი განმარტებით,  ასეთი პროგრამები  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მაგალითად, გურიისა და სამეგრელოს მხარეში წარმატებით მუშაობს.

    მოსახლეობის შეკითხვები წყალსადენის სათავე ნაგებობაზე ფილტრების მოწყობას, კულტურის სახლის რეაბილიტაციას, მოსაცდელების მოწყობას და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებასაც შეეხებოდა.  განიხილეს პირადი ხასიათის თხოვნები, ასევე ისაუბრეს სოფლის განვითარების სამომავლო გეგმებზე.   

     დეპუტატებმა დაათვალიერეს სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ,  ქაქუთი-საქორიას დასახლება - ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებით, შიდა გზაზე, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები და სოფლის ცენტრში არსებული მინი სპორტული მოედანის მოსაწყობად წინამოსამზადებელი სამუშაოები.

      დღის მეორე ნახევარში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან ერთად დაათვალიერა, ქ.ქობულეთში, რუსთაველის მე-2 შესახვევში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე,  ადგილზე გაეცნო ქობულეთის ზღვისპირა ზოლში ტურისტული სეზონის მოსამზადებელ  სამუშაოებს.