10 ივნისი

     9 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები განმარტა, ტელეკომპანია "tv-25"-ის გადაცემაში "საზოგადოებრივი პოზიცია". მისი ოპონენტები იყვნენ   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი  ფრაქცია  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - გია აბულაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი "ევროპული საქართველოდან"- პეტრე ზამბახიძე.