22 ივნისი

      22  ივნისს  აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს N17-ე  სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის  წესრიგით  გათვალისწინებული ათი საკითხი  განიხილეს.

   იმის  გამო, რომ  დღის  წესრიგში  შეტანილი  იყო  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  პროექტი  "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  2017  წლის  რესპუბლიკური  ბიუჯეტის  შესახებ" აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონში  ცვლილებების  შეტანის  თაობაზე, წარმოდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა  ფრაქცია  "ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის"  თავმჯდომარემ  ელგუჯა  ბაგრატიონმა, შესაბამისად, იგი  წინააღმდეგი  იყო პირველი  საკითხის განხილვისა. დანარჩენი  ცხრა  საკითხის  განხილვაში მან მონაწილეობა მიიღო  და  ბიუროს  წევრებმა  ერთხმად დაუჭირეს  მხარი  რიგგარეშე  სხდომაზე  შემდეგი  საკითხების  განხილვას:

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ;

5.აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტის პროექტი - "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტში  ცვლილების  შეტანის შესახებ"; 

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ;
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის №81 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

        ბიუროს  გადაწყვეტილებით, აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რიგგარეშე  სესია  23  ივნისს  გაიმართება.