24 ივნისი

  საზეიმო ცერემონიას, რომელიც 24 ივნისს  შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში გაიმართა, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და  აჭარის მთავრობის თავჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ხაბაძე, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

   შეკრებილებს   საქართველოს ენერგოსექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება მიულოცეს გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ, რომლებმაც ჰიდროელექტრო სადგურის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

  „შუახევიჰესის“ მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. პროექტის ფარგლებში ორი კაშხალი აშენდა შესაბამისი წყალსაცავებითა და დამბებით, დევერაცია კი 38 კილომეტრი სიგრძის გვირაბის საშუალებით ხორციელდება. 

   ჰესების საერთო სიმძლავრე 187 მეგავატია და მის მშენებლობაზე საქართველოს 730 მოქალაქე იყო დასაქმებული.      

    საზეიმო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ინდოეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის „tata power”-ის აღმასრულებელი დირექტორი და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანილ სარდანა, „Clean Energy Invest”-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანდზეგი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის  (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენი და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში.

   ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერეს და მის შესაძლებლობებს გაეცნენ.

    ღონისძიება,  ამ დღის აღმნიშვნელი, მემორიალური დაფის გახსნითა  და  საზეიმო კონცერტით დასრულდა.