25 ივნისი

        25 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ბათუმის ორთაჯამეს ეწვივნენ, სადაც   მუსლიმან მრევლს რამაზან ბაირამი მიულოცეს.

       ბაირამი მოძრავი დღესასწაულია. მას წინ 30 დღიანი მარხვა უძღვის.

       ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა ჯამეში შეკრებილებს რწმენაში გაძლიერება, წინსვლა, წარმატებები და ქვეყნის სასიკეთოდ მოღვაწეობა უსურვეს.

     დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ, მუსლიმანების დღესასწაულის გაზიარებისათვის,  ხელისუფლების წარმომადგენლებს  მადლობა გადაუხადა.