25 ივნისი

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად, 25 ივნისს, ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან  ავიაშოუ - „FlyFest Georgia-ს“ დაესწრო.     

         ლატვიური კომპანიის - “Baltic Bees Jet Team” ავიაპილოტაჟით შესრულებულ მრავალფეროვან შოუს აჭარამ წელს პირველად უმასპინძლა. ექვსმა საჰაერო ხომალდმა მაყურებელს 30-წუთიანი, არაჩვეულებრივი სანახაობრივი შოუ შესთავაზა. ბათუმამდე ერთი დღით ადრე კი ანალოგიური სანახაობა თბილისში გაიმართა.