27 ივნისი

            26 ივნისს, ბათუმის 70-ე ოლქის  დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძე და ამავე ოლქის საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე, ბათუმში,  ქეთევან წამებულის, ტაბიძის N1-ის (აღმაშენებლის ადმისნიტრაციული ერთეული) და ხიმშიაშვილის N9 -ის (ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული) მოსახლეობას შეხვდნენ და ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

         მოსახლეობისგან ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ გამოწვევბის შესახებ, რომლებიც თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის წინაშე დგას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს დეპუტატებმა და მხარდაჭერა აღუთქვეს.

        70- ე ოლქის ადმინისტაციულ ერთეულებში შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. 

        „პასუხისმგებლობა, რომელიც მოსახლეობამ დაგვაკისრა აუცილებელია ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ“ -აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.